19 ივნისი 2026,   07:12
ვრცლად
ისრაელს არ სურს, თურქეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ჯარები განალაგოს - The Jerusalem Post

ისრაელს არ სურს, თურქეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ჯარები განალაგოს, - ამის შესახებ The Jerusalem Post წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ისრაელის თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან თურქეთის ჯარების განლაგებას, რომელიც უნდა განთავსდეს ტრამპის გეგმის შემდეგ ეტაპზე. ასევე, არ სურთ თურქეთის რეკონსტრუქციაში ჩართულობა, რადგან ეშინიათ, რომ ანკარა მოიპოვებს გავლენას ღაზის სექტორში.

"ისრაელში არსებობს შიში, რომ თურქეთის ჩართულობა ჰუმანიტარულ საქმეებსა და რეკონსტრუქციის ძალისხმევაში ანკარას მნიშვნელოვან საფუძველს მისცემს სექტორის კონტროლისთვის", – განუცხადა The Jerusalem Post-ს წყარომ.

 

დღის ამბები