იმერეთსა და სამეგრელოში, სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების უმეტესობა აღდგა, შესაბამისად, აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება უკვე მიეწოდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური დღეს დილით კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ელექტროქსელზე.
"აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება", - აცხადებენ "ენერგო-პრო - ჯორჯიაში".