სიღნაღში, ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ახალ წლამდე ერთი დღით ადრე ადგილზე განსაკუთრებული მზადებაა. სადღესასწაულო პროგრამა მრავალფეროვანია. ღონისძიებაში მონაწილეობას საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი შემსრულებლები იღებენ.
სადღესასწაულო მზადებაა იმერეთშიც. ბაღდათში მთავარი ქუჩები ახალი ილუმინაციებითაა მორთული. მუსიკალურ ნომრებში მონაწილეობას თბილისიდან მოწვეული შემსრულებლები იღებენ.
მთავარი ნაძვის ხე უკვე აანთეს სენაკში. ქალაქის მთავარ მოედანზე ახლა მუსიკალური ღონისძიებები მიმდინარეობს. ადგილზე დამონტაჟდა საახალწლო დეკორაციები. მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები.
ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონცერტები ყველა რეგიონში მიმდინარეობს. 31 დეკემბერს კი დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.