04 აგვისტო 2026,   07:39
ვრცლად
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, სამუშაოები საგანგებო რეჟიმში, 24-საათიან ფორმატში მიმდინარეობს

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში, 24-საათიან ფორმატში მიმდინარეობს სამუშაოები. ამ დროის მონაცემებით, 19 სოფელში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებით.

გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა.

ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება კვლავ 80 ათასამდე აბონენტს, გაზმომარაგების პრობლემა აქვს 123 აბონენტს. თუმცა დაზიანებების აღმოფხვრისთანავე, ეტაპობრივად ხორციელდება ელექტრომომარაგების აღდგენა. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უწყვეტ კოორდინაციაშია მუნიციპალიტეტებთან და რეგიონულ წარმომადგენლებთან, რათა დროულად მოხდეს კრიზისებზე შესაბამისი რეაგირება. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი რიგ ადგილებში 50-70 სანტიმეტრს აღწევს.

დღის ამბები