დიდთოვლობის გამო, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გუდაური-კობი მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.