უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პარლამენტში ჩხრეკის ჩატარება სცადეს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრები ამაში ხელს უშლიან.
ამასთან, უწყება განმარტავს, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრი ორგანიზებული დანაშაულის შესახებ მიმდინარე საგამოძიებო საქმეში ფიგურირებს.
"NABU-მ (უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების ანტიკორუფციული სააგენტო) და SAPO-მ (სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა), საიდუმლო ოპერაციის შემდეგ, გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც პარლამენტის ამჟამინდელი წევრებიც იყვნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები წინააღმდეგობას უწევენ NABU-ს თანამშრომლებს უკრაინის ვერხოვნა რადას კომიტეტებში საგამოძიებო მოქმედებების დროს", - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში.
ამასთან, უწყების გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "გამოძიების თანახმად, [ორგანიზებული დანაშაულის] ჯგუფის წევრები სისტემატურად იღებდნენ უკანონო შეღავათებს უკრაინის ვერხოვნა რადაში ხმის მიცემისთვის".