19 ივნისი 2026,   05:18
ვრცლად
პარიზის მეტროს სხვადასხვა სადგურზე მამაკაცი ქალებს ცივი იარაღით დაესხა თავს

პარიზის მეტროში მამაკაცი სამ ქალს ცივი იარაღით დაესხა თავს და ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სხვადასხვა მეტროსადგურში მოხდა.

ორ დაშავებულს ჭრილობები ზურგის არეში, ერთს კი ფეხზე აქვს მიყენებული. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ 25 წლის მალელი წარმოშობის პირი დააკავა. მედიის ცნობით, ის სექსუალური თავდასხმისა და ქურდობისთვის 2024 წელსაც იყო დაკავებული. გათავისუფლების შემდეგ მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა დეპორტაცია სამოგზაურო დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის გამო არ მოხდა.

დღის ამბები