19 ივნისი 2026,   01:43
ვრცლად
თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 115 წევრი დააკავეს, რომლებიც "ახალი წლის თავდასხმებს“ გეგმავდნენ

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შობისა და ახალი წლის ღონისძიებებზე დაგეგმილი თავდასხმები ჩაშალა შეძლეს და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 100-ზე მეტი სავარაუდო წევრი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალაქის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ სტამბოლში 124 მისამართზე მასშტაბური რეიდები ჩატარდა, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და "ორგანიზაციული დოკუმენტები“ ამოიღეს.

მაღალჩინოსნების ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები ამ კვირაში აქტიურად გეგმავდნენ თავდასხმებს მთელ თურქეთში, განსაკუთრებით არამუსლიმების წინააღმდეგ. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ 115 ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა კიდევ 22 ეჭვმიტანილის ადგილსამყოფლის დადგენა გრძელდება.

დღის ამბები