რუსეთი და ამერიკა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვას უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ. "კომერსანტის" ინფორმაციით, თეთრი სახლი და კრემლი პირობებზე შეთანხმდნენ.
გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკითხზე რუს ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებითაც.