19 ივნისი 2026,   00:34
ვრცლად
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს - წელს, პალესტინელები და პილიგრიმები მანგერის მოედანზე შობას ერთად აღნიშნავენ

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შობას ზეიმობენ საბერძნეთში, კვიპროსში, რუმინეთში, ბულგარეთში, უკრაინაში და ალბანეთში.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბეთლემში, მაცხოვრის შობის ეკლესიაში. ორწლიანი ომის დასრულების შემდეგ, წელს პალესტინელები და პილიგრიმები მანგერის მოედანზე შობას ერთად აღნიშნავენ.

საშობაო მესა პირველად აღავლინა რომის პაპმა. წმინდა პეტრეს ბაზილიკში ღვთისმსახურება ვატიკანის დროით ღამის, 10 საათზე დაიწყო. პონტიფიკოსმა "ქალაქსა და მსოფლიოს" ტრადიციული ქადაგებით მიმართა. რომის პაპმა მსოფლიოს მშვიდობისკენ და ომების დასრულებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები