19 ივნისი 2026,   03:12
ვრცლად
"ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს, ვის შეუძლია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა" - გევინ უაქსი კაია კალასს პასუხობს

"ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს, ვის შეუძლია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა", - აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილის აპარატის უფროსი.

ამით გევინ უაქსი გამოეხმაურა კაია კალასის განცხადებას, რომელმაც შტატების მხრიდან ევროპის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მიუღებელი გადაწყვეტილება და მათი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა უწოდა.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სრულიად ადეკვატური ღონისძიებაა იმ მავნე სუბიექტების შეზღუდვა, რომლებიც მიზნად ისახავენ ჩვენი მოქალაქეებისა და კორპორაციების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩახშობას. სიტყვის თავისუფლება არ არის ის, რასაც ევროპელი ბიუროკრატები განსაზღვრავენ და რეგულაციური თვითნებობა უნდა დასრულდეს", - ამბობს გევინ უაქსი.

დღის ამბები