ყოფილი ევროკომისარი - ტიერი ბრეტონი, ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი - იმრან აჰმედი, გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები - ანნა-ლენა ფონ ჰოდენბერგი და ჟოზეფინ ბალონი, გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის ხელმძღვანელი კლერ მელფორდი - ეს იმ პირთა ჩამონათვალია, რომლებიც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო დაასანქცირა. მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ. დადასტურდა, ისიც, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, შტატებმა სანქციები არა ე.წ. "დეზინფორმატორების", არამედ მათ წინააღმდეგ გამოიყენა, ვისაც ევრობიუროკრატია "დეზინფორმაციასთან მებრძოლებად" მოიხსენიებდა.
"ექსტერიტორიულ ცენზურა" - ანუ უცხოელი ბიუროკრატებისა და NGO-ების მცდელობა, გავლენა მოახდინონ ამერიკულ პლატფორმებზე და გააჩუმონ ამერიკელი მოქალაქეები - ეს სანქცირებულების მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მთავარი ბრალდებაა. თუმცა, ჩამოთვლილთაგან არცერთს არ აღიარებს ყოფილი ევროკომისარი. პირიქით, ტიერი ბრეტონი შტატების დღევანდელ პოლიტიკას ჯადოქრებზე ნადირობას ადარებს.
დასაქნცირებულებმა სრული მხარდაჭერა უკვე მიიღეს ევრობიუროკრატიისგან. პირველი, ვინც ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები დაგმო, საფრანგეთია. ოფიციალური პარიზი ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიღმა ევროპის დაშინების მცდელობას ხედავს.
წინააღმდეგობის მოძრაობას უერთდება ევროკავშირი. ბრიუსელში აცხადებენ, რომ თეთრი სახლის მიერ სანქციების დაწესება მიუღებელი ნაბიჯია. ევროკომისია ახლა სახელმწიფო დეპარტამენტისგან გადაწყვეტილების დასაბუთებულ ახსნას ითხოვს.
ამერიკის შეერთებული შტატებმა ევროპული NGO-სექტორის წარმომადგენლები და ყოფილი ევროკომისარი გუშინ დაასანქცირა. ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ ამერიკაში შესვლის შეზღუდვა სანქცირებული პირების ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს.