19 ივნისი 2026,   01:44
ვრცლად
"უცხო ქვეყნების მცდელობა, აიძულონ ამერიკული პლატფორმები დაარეგულირონ ან ჩაახშონ ჩვენი სიტყვის თავისუფლება, ჩვენი სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა" - ტულსი გაბარდი

ამერიკული სანქციები ევროპელ ჩინოსნებს ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის გამო - ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ოთხ წარმომადგენელს. მათ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკული პლატფორმების ცენზურასა და მათთვის მიუღებელი მოსაზრებების ჩახშობის მიზნით ორგანიზებულ ქმედებებში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ვაშინგტონის გადაწყვეტილება დაგმეს პარიზში.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ უცხო ქვეყნების მცდელობა დააწესონ თავიანთი თავისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკა ამერიკული ხმის ცენზურისთვის და აიძულონ ამერიკული პლატფორმები დაარეგულირონ ან ჩაახშონ სიტყვის თავისუფლება, ამერიკის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.

"ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლების უფლება ჩვენი, აშშ-ის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. უცხო ქვეყნების მცდელობა დააწესონ თავიანთი თავისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკა ამერიკული ხმის ცენზურისთვის და აიძულონ ამერიკული პლატფორმები დაარეგულირონ ან ჩაახშონ ჩვენი სიტყვის თავისუფლება, ჩვენი სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს," - წერს ტულსი გაბარდი.

დღის ამბები