კალიფორნიაში დაკარგული მოცურავის ძებნა შეჩერდა - ხელისუფლების განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ ის ზვიგენის თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
კალიფორნიის ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ სამაშველო ოპერაცია შეჩერდა. მოცურავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია, მონტერეის ყურეში დაფიქსირდა.
სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადების თანახმად, დაკარგული პირი 55 წლის ერიკა ფოქსია.
სანაპირო დაცვის წარმომადგენლის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ დაინახა ზვიგენი, რომელსაც სხეული პირში ეჭირა, სანამ წყალში ჩაიძირებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ძებნის შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამაშველო სამუშაოები ჯამში 15 საათზე მეტხანს გაგრძელდა და 84 კვადრატულ საზღვაო მილზე მეტ ტერიტორიას მოიცავდა.