დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.
მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.