19 ივნისი 2026,   00:25
ვრცლად
ფეხბურთელმა გოლის აღნიშვნა სალტოთი სცადა, თუმცა მინდორზე თავით დაეცა და დაშავდა

ფეხბურთელმა გოლის აღნიშვნა აკრობატული ილეთით სცადა, თუმცა არ გაუმართლა. ზამბიელი ფეხბურთელი პატსონ დაკა სალტოს გაკეთების დროს მინდორზე თავით დაეცა და დაშავდა.

მან აფრიკის ერთა თასის მატჩის დროს დამატებულ დროში გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ გუნდს ფრე მოუტანა.

სიხარულის დროს ფეხბურთელმა აკრობატული ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ მინდორზე თავით დაეცა. საბედნიეროდ, ის სერიოზული დაზიანებებს გადაურჩა.

დღის ამბები