უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, რომელმაც ნოემბრის ბოლოს "ენერგოატომის" კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა, ქვეყნის ლიდერთან მუდმივად ტელეფონით საუბრობს, ან მის რეზიდენციაში იმყოფება, რომელიც კიევის სამხრეთით, კონჩა-ზასპას რაიონში მდებარეობს - ამის შესახებ Deutsche Welle უკრაინულ გამოცემა "ზერკალო ნედელიზე" დაყრდნობით წერს.
"ერმაკი არსად წასულა. ის უბრალოდ აღარ ზის კაბინეტში და პროცესებს 24/7-ზე აღარ მართავს. თუმცა, ის მუდმივად ტელეფონზეა ზელენსკისთან, საღამოობით კი პრეზიდენტის სახლში, კონჩა-ზასპაშია. სულ ესაა. ზელენსკის და ერმაკს შორის უთანხმოება მხოლოდ ერთი ფორმით არის შესაძლებელი - საპროცესო შეთანხმების მიღწევა და ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ან ერთად არიან, ან არა", - წერს გამოცემის შიდა პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ინა ვედერნიკოვა საკუთარ სვეტში.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს და მისი ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს კვლავ აერთიანებთ "ერთმანეთზე ინფორმაციის ცოდნა, ამ წლების განმავლობაში ერთად გადატანილი მოვლენები, უზარმაზარი ფული და რაც მთავარია, მომავლის დიდი, საერთო შიში".