19 ივნისი 2026,   00:26
ვრცლად
ახალი ეპოქა, უცხოური დახმარების კუთხით გამორიცხავს ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც წინა ადმინისტრაციების პირობებში ამერიკელ ხალხს უწევდა - მარკო რუბიო

ევრობიოროკრატებთან ერთად ფოკუსშია არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად ცხადდება. ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ამჯერად მარკო რუბიო საუბრობს.

"ახალი ეპოქა, უცხოური დახმარების კუთხით, გამორიცხავს ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც წინა ადმინისტრაციების პირობებში ამერიკელ ხალხს უწევდა. ის გამორიცხავს ფლანგვით განპირობებულ არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიულ კომპლექსს და პირველ ადგილზე აყენებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს", - წერს მარკო რუბიო "იქსზე". 

შტატების სახელმწიფო მდივანი, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებას აზიარებს, რომელშიც USAID-ის დახურვაზეა საუბარი.

"ისინი, ვინც, პოლიტიკასა და მედიაში პანიკას თესავენ ამბობდნენ, რომ USAID-ის დახურვა ნგრევას გამოიწვევდა. თითქმის ერთი წლის თავზე კი დამტკიცდა, რომ ისინი ცდებოდნენ. ჩვენ საგარეო დახმარება ეროვნულ ინტერესებს შევუსაბამეთ, დავხვეწეთ კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობები და ამერიკული კომპანიების ინოვაციური პოტენციალი გამოვიყენეთ სიცოცხლის გადასარჩენად", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

დღის ამბები