04 აგვისტო 2026,   10:27
ვრცლად
ახალი სერვისი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში - სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს, მათ შორის კეთდება კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებს არითმოლოგიური სერვისების მისაღებად დედაქალაქში წასვლა აღარ მოუწევთ. მომსახურებას ადგილზე, თბილისიდან მოწვეული სპეციალისტებისგან მიიღებენ. ახალი შესაძლებლობით სარგებლობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ.

გულის რითმის დარღვევების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა - სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს, მათ შორის კეთდება კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია.

პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ახალი სერვისების დანერგვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მათ შორის ისეთი სერვისების, რომლებიც რეგიონული მასშტაბით ხელმისაწვდომი აქამდე არ ყოფილა.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხვადასხვა სამედიცინო სერვისია ხელმისაწვდომი. მათ შორის ფუნქციონირებს ნევროლოგიური, ნეიროქირურგიული, ონკოლოგიური, ქირურგიული, ტრავმატოლოგიური და კარდიოლოგიური განყოფილებები. კლინიკა წელიწადში 15-დან 20 ათასამდე პაციენტს იღებს.

დღის ამბები