შეერთებულმა შტატებმა სირიაში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
ვაშინგტონის განცხადებით, ოპერაცია პასუხი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმაზე, რის შედეგადაც ორი ამერიკელი სამხედრო და თარჯიმანი დაიღუპა.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები 70-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა. ოპერაციაში იორდანიის ავიაგამანადგურებლებიც მონაწილეობდნენ.
ოპერაციას წარმატებული უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„გავეცი ბრძანება მასირებული დარტყმები მიეტანათ ტერორისტებზე, რომლებმაც გასულ კვირას ჩვენი სამი პატრიოტი ადამიანი მოკლეს - ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი - დიდებული ადამიანები. დარტყმები განხორციელდა მაღალი სიზუსტით და წარმატებულად“, - განაცხადა ტრამპმა.