19 ივნისი 2026,   03:02
ვრცლად
ევროპელი ლიდერები უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე ვერ შეთანხმდნენ - ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხს გამოყოფს

ბრიუსელში 15-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის სამიტი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. გეგმაზე კი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითვალისწნებდა, სრული თანხმობის არარსებობის გამო ჩავარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები, გამთენიის 3 საათზე დასრულდა. ევროპელ ლიდერებს შორის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა უზრუნველყოფილ იქნა თანხები უკრაინის ორ წლიანი მხარდაჭერისთვის, რაც ერთობლივი სესხებით არის უზრუნველყოფილი.

თანხის მოზიდვა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24-ის ერთობლივი სესხის მეშვეობით მოხდება, თუმცა ამ გეგმაზე ყველა მათგანის თანხმობა იყო საჭირო, რადგან აღნიშნული დახმარება გარანტირებულია ევროკავშირის ცენტრალური გრძელვადიანი ბიუჯეტით.

დღის ამბები