19 ივნისი 2026,   02:51
ვრცლად
მექსიკის პარლამენტში პოლიტიკოსები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მეხიკოს საკრებულოში, გამჭვირვალეობის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გამართული დებატები ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენელ დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მედია წერს, "მაშინ, როდესაც კოლეგები ერთმანეთს თმებით ათრევდნენ და პოდიუმიდან ერთმანეთის გადაგდებას ცდილობდნენ, კანონმდებლების მეორე ნაწილი მათ გაშველებას არ ცდილობდა და მიმდინარე ძალადობის ვიდეოს იღებდა".

სესია კონფლიქტის გამო ჩაიშალა. ოპოზიცია სამთავრობო პარტია "მორენას" შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც გამჭვირვალობის ორგანოს შექმნას გულისხმობს.

დღის ამბები