19 ივნისი 2026,   01:42
ვრცლად
გახმაურებული მკვლელობა ლოს-ანჯელესში და მშობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეჟისორ რობ რეინერის ვაჟი - მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ლოს-ანჯელესი, საშობაო წვეულება - ამერიკელი რეჟისორი ოჯახთან ერთად ღამით, ცნობილი ტელეწამყვანის კონან ო’ბრაიენის სახლში მივიდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, რობ რაინერის შვილი 31 წლის ნიკი უცნაურად იქცეოდა და მამას საჯაროდ სიტყვიერად დაუპირისპირდა. სტუმრებისთვის ოჯახური კონფლიქტის მიზეზიც ცნობილი იყო, უმცროსი რაინერი საკუთარი ნარკოდამოკიდებულების პრობლემებზე თავადაც ხშირად საუბრობდა.

87 წლის რობ რაინერმა შვილს სტუმრების თანდასწრებით ქცევა დემონსტრაციულად დაუწუნა, რის გამოც ნიკიმ წვეულება მშობლების გარეშე ნაადრევად დატოვა. ოჯახის ნაცნობები ჰყვებიან, რომ მომხდარმა მშობლები შეაშინა, წყვილი ამბობდა, რომ მათი შვილი ოპიოიდების და ჰეროინის კომბინაციაზე იყო დამოკიდებული, მისი ფსიქიკური მდგომარეობა კი უარესდებოდა. მედიამ გაარკვია, რომ ნიკი, სანტა მონიკაში გაემგზავრა, სადაც საკუთარი საკრედიტო ბარათით სასტუმრო ""ფერედაისის"" ნომერი დაიქირავა და ღამე მარტომ გაატარა.

14 დეკემბერი,ბრენტვუდი, რეინერების რეზიდენცია, 15 საათი და 40 წუთი, სახლში კინორეჟისორის ქალიშვილი დაბრუნდა და შენობაში ყელგამოჭრილი მშობლების ცხედრები იპოვა, 78 წლის რობს და 68 მიშელის სხეულზე დანით მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. წყაროები მედიას უყვებიან, რომ პოლიციას ძმის დანაშაულის შესახებ სწორედ რომი რეინერმა, ჟურნალისტმა და მომავალმა მსახიობმა შეატყობინა, რომის მტკიცებით ნიკი საზოგადოებისთვის საშიში იყო.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეჭვმიტანილი, ნაქირავები სასტუმროს ნომერში დაბრუნდა შხაპი მიიღო და ტანსაცმელი გამოიცვალა. ""ფერედაისის"" თანამშრომლებს, ოთახში თეთრეულზე და საშხაპე კაბინაში სისხლის კვალი დახვდათ. ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ ეჭვმიტანილი ქალაქში დაუდგენელი მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქუჩში ოფიცრებმა გააჩერეს და ხელბორკილები დაადეს.

მომხდარი საზარელი ტრაგედიის მიზეზად, მედია ოჯახში გამუდმებულ დაპირისპირებას ასახელებს, ცნობილია, რომ ნიკი ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდა და მკურნალობაზე უარს აცხადებდა. გავრცელებული ცნობით, უმცროსი რეინერმა 15 წლის ასაკიდან, სულ მცირე, რეაბილიტაცია 17-ჯერ გაიარა. არქივი ინახავს სატელევიზიო გადაცემის ჩანაწერსაც, სადაც მამა-შვილი სწორედ ამ პრობლემას განიხილავენ.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მოკლული კინორეჟისორის რობ რაინერის თაყვანისმცემლები ჰოლივუდის დიდების ხეივანში მის ვარსკვლავთან იკრიბებიან.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები