19 ივნისი 2026,   09:14
ვრცლად
მე-9 კლასელმა მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით დაჭრა - შემთხვევა სანქტ-პეტერბურგში მოხდა

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, მე-9 კლასის მოსწავლე, 29 წლის მათემატიკის მასწავლებელს დანით დაესხა თავს.

მედიის ცნობით, მოზარდი მასწავლებელთან ნიშნების გამოსასწორებლად მივიდა, თუმცა მას თავს დაესხა და დანით, სულ მცირე, სამი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.

ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა მოზარდის აკადემიური პრობლემების გამო მოხდა.

მეცხრეკლასელის დედა იმავე სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობს.

დღის ამბები