19 ივნისი 2026,   00:33
ვრცლად
"საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას" - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას, სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

"საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას.

ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის," - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

სიდნეიში სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბავშვიცაა. არიან დაშავებულებიც. შემზარავი თავდასხმა გუშინ ბონდის სანაპიროზე მოხდა, სადაც ებრაულ დღესასწაულს, ხანუკას აღნიშნავდნენ.

 
 
დღის ამბები