1 საათი კენჭისყრის დასრულებამდე - ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულ ცოტა ხანში გაირკვევა. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრების ვინაობაც. თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა 6 ათასამდე დელეგატს შეუძლია.
საარჩევნო პროცესი, რომელსაც კანდიდატების 24 და არასამთავრობო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი აკვირდება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ხმებს ელექტრონული აპარატების საშუალებით დაითვლიან. თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე, საჯაროდ, ხელით გადაითვლება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე 6 კანდიდატია წარდგენილი. საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, მათ საკუთარ პრიორიტეტებზე, მიზნებსა და გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა ადვოკატთა ასოციაციაში - ირჩევა ახალი თავმჯდომარე - მმართველ რგოლი. ყველ ადვოკატს სწორი არჩევანის გაკეთებას ვუსურვებ. აქტივობა საკმაოდ მაღალია. ეს არის იმის ნიშანი, რომ თითოეული ადვოკატი ფიქრობს ხვალინდელ განვითარებაზე. ჩემი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, მთავარი პრიორიტეტი იქნება თითოეული ადვოკატს უფლებების დაცვა, პროფესიის შემდგომი განვითარება და უსაფრთხო საადვოკატო პრაქტიკის უზრუნველყოფა", - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი.