04 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
უნიკალური კოლხური ტყე, დინოზავრების პარკი და ტურისტული ბილიკები - სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა

უნიკალური კოლხური ტყე, დინოზავრების პარკი და ტურისტული ბილიკები - სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა. დაცულ ტერიტორიებს ყოველწლიურად ასი ათასობით ვიზიტორი სტუმრობს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოტური ჩატარდა - სათაფლიის მღვიმეში მოზარდებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ უმასპინძლა.

პრეისტორიული ხანის, 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევი, დასრულებული მრავალფეროვანი კარსტული მღვიმე - სათაფლია განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით გამოირჩევა.

ბოლო წლებში ვიზიტორთა ცენტრითა და საგამოფენო სივრცით დაინტერესება იზრდება. მომატებულია ტურისტების რაოდენობა. წლიდან წლამდე დაცული ტერიტორიების სააგენტო სათაფლიაში არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

წელს იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტზე დამთვალიერებელთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. საქართველოს მასშტაბით ვიზიტორთა სიმრავლით სათაფლიის მღვიმე პირველ ხუთეულშია.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები