მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.