ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ CNN-ს თაღლითი ადამიანების ჯგუფი მართავს. ტრამპის აზრით, კომპანია უნდა გაიყიდოს.
"ვფიქრობ, რომ CNN-ის მართვა აღარ უნდა ანდონ იმ ადამიანებს, რომელთაც მას ძირი გამოუთხარეს (სხვათა შორის, მას [CNN-ს] ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს). ვინც ამჟამად ამ კომპანიას მართავენ, თაღლითი ადამიანების ჯგუფია. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, CNN-ი უნდა გაიყიდოს", - აცხადებს ტრამპი.