ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო ზომების გამო, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის წინააღმდეგ აჯანყება გამოაცხადა.
"ნიღაბი ჩამოხსნილია... ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ ივლისიდან უნგრეთმა ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან მიგრანტები უნდა მიიღოს, ან მათი შენახვის ხარჯები გადაიხადოს. ყოველწლიურად იმდენს, რამდენსაც კომისია გადაწყვეტს," - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ამ ქმედებებზე მხოლოდ ერთი, პატრიოტული პასუხი ამბოხია.
უნგრეთის პრემიერი პირობას დებს, რომ, მისი მთავრობის პირობებში, ვერცერთი მიგრანტი უნგრეთში ფეხს ვერ დაადგამს. ორბანი ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ბრიუსელის ადგილობრივი აგენტები უნგრეთში მზად არიან, "ზურგში დანაც ჩაარტყან უნგრელ ხალხს და კომისიასთან მიგრანტების მიღებაზე გარიგება დადონ".