19 ივნისი 2026,   07:13
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა კენტუკიდან, ტომას მასიმ აშშ-ის NATO-დან გასვლის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა კენტუკიდან, ტომას მასიმ, აშშ-ის NATO-დან გასვლის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. ამის შესახებ მისმა ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. შემოთავაზებული კანონპროექტი ცნობილია, როგორც "არასანდო ორგანიზაციის აქტი" ასევე ცნობილია როგორც "ნატოს აქტი".

ტომას მასი ამტკიცებს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აქტუალობა დაკარგა:

"ნატო ცივი ომის რელიკვიაა. შეერთებული შტატები უნდა გამოვიდეს ნატოდან და ეს ფული გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და არა სოციალისტური ქვეყნებისთვის. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიშალა,"- განაცხადა კონგრესმენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ვაშინგტონის მუდმივ მონაწილეობას საგარეო კონფლიქტებში და შეერთებული შტატები, მისი თქმით, არ არის ვალდებული უზრუნველყოს "მთელი მსოფლიოს" უსაფრთხოება, განსაკუთრებით თუ "მდიდარი ქვეყნები უარს იტყვიან საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაზე“.

დოკუმენტი ამტკიცებს, რომ NATO-ში წევრობა არ შედის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში.

დღის ამბები