04 აგვისტო 2026,   03:34
ვრცლად
მდინარე არაგვის სახიდე გადასასვლელის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდა - ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვის სახიდე გადასასვლელის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდა.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, (თბილისი-სენაკის მიმართულება), მდინარე არაგვის სახიდე გადასასვლელის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები