შინაგან საქმეა სამინისტრომ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი გაანადგურა. ჯამში, საუბარია 926 კილოგრამ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკზე.
საშუალებები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად იყო ამოღებული.
"შინაგან საქმეთა ბრძანებით შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, რომლის ღირებულებას ე.წ. შავ ბაზარზე 19 მლნ. ლარს აღემატება. ნივთმტკიცებულებების განადგურებას უზრუნველყოფს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტი. პროცესში ასევე მონაწილეობენ მთავარი პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი თენგიზ სისაური.