19 ივნისი 2026,   01:47
ვრცლად
წყალდიდობა და მეწყერი ინდონეზიაში - დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში წყალდიდობასა და მეწყერს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დატბორილი და განადგურებული საცხოვრებელი სახლები.

ხელისუფლების ინფორმაციით, ინდონეზიის 3 პროვინციაში ციკლონის მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 916-მდე გაიზარდა, 274 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

პროვინციების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ინდონეზიის ეროვნულ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამატებითი თანხების გამოყოფისკენ მოუწოდებენ, რათა სამაშველო სამუშაოები გაგრძელდეს.

დღის ამბები