19 ივნისი 2026,   03:02
ვრცლად
გოაზე გლოვის დღე გამოცხადდა - ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

გოაზე გლოვის დღე გამოცხადდა - ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთის ხელისუფლებამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, დაზარალებულებისთვის კი კომპენსაციების გადახდა დაიწყო. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მინისტრთა კაბინეტს კომპენსაციების დროულად დარიგებისკენ მოუწოდა. გოას პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ღამის კლუბში ხანძარი ადგილობრივი დროით, ღამის 12:00 საათზე მოხდა, სამაშველო ოპერაცია დილამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებული, ყველა ცხედარი კი ნაპოვნია.

დღის ამბები