რუსეთმა უკრაინაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა, რასაც ნგრევა მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი "ტელეგრამ" არხით ავრცელებს. თავდასხმების შედეგად, დაიწვა ფასტოვის რკინიგზის სადგურის მთავარი შენობა.
კიევის რეგიონში დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს და საწარმოებსა. დაზარალდა დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ლვოვის, ვოლინის და ნიკოლაევის ოლქები. გამოყენებული იყო 650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა, მათ შორის აერობალისტიკური და ბალისტიკური. დარტყმების მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ობიექტებია.