19 ივნისი 2026,   07:47
ვრცლად
ბრიუგეს პოლიციის განყოფილებაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლის და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორის დაკითხვა 10 საათი გაგრძელდა

ათი საათი გაგრძელდა ბრიუგეს პოლიციის განყოფილებაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორის დაკითხვა. ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინოს წინააღმდეგ საქმე კორუფციის და თაღლითობის ბრალდებით არის აღძრული. "გამომძიებლები ევროპის პროკურატურის სახელით მოქმედებენ" - წერს "ლა რეპუბლიკა".

კორუფციული სკანდალის გამო დაკავების და დაკითხვის შემდეგ ნაადრევად პენსიაზე გადის სანინო, ევროკომისიაში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი.

"პოლიტიკო" კი წერს, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის მოქმედი უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კოლეგებს დაჰპირდა, რომ მისი ხელმძღვანელობით კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება სისტემაში გაუმჯობესდება.

დღის ამბები