ანანური-ზოტიკიანთკარის საავტომობილო გზის დაგების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა დუშეთის მუნიციპალიტეტში. პროექტი სამ კილომეტრამდე სიგრძისა და ოთხ-ნახევარი მეტრი სიგანის გზაზე ასფალტის საფარის დაგებას, დამცავი გაბიონისა და რკინა-ბეტონის სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოებისთვის 1 300 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.