უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა, BILD-ის საშუალებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და ქვეყნის პრეზიდენტს მიმართეს. ისინი ქალაქ პოკროვსკისთან ახლოს, მირნოგრადში, ალყაში არიან.
"აქ 1000-ზე მეტი ვართ. გამოგვიყვანეთ აქედან. სიტუაცია კრიტიკულია", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები.
BILD-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა ქალაქი პოკროვსკი 14-თვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ დაიპყრო. მედიის ცნობით, მეზობელი ქალაქის აღების შემდეგ, მირნოგრადში მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.
"საკვების შემოტანაც კი პრობლემურია", - ეუბნება Bild-ს უკრაინელი ჯარისკაცი.