19 ივნისი 2026,   03:50
ვრცლად
"ამერიკა კვლავ ძლიერი და პატივსაცემი ქვეყანაა მსოფლიოში" - დონალდ ტრამპი

კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა მოსკოვში თითქმის 5-საათიანი შეხვედრა. უკრაინაში ომის დასასრულებად ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო გეგმის ოთხი ვარიანტი - მათ შორის 28-პუნქტიანი დოკუმენტი ჩაიტანეს.

კრემლში მიმდინარე მოლაპარაკებებს თეთრი სახლის ლიდერი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი წარმომადგენლები ცდილობენ გაარკვიონ, არის თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელი.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, მსოფლიოში მე-9 ომიც დაასრულოს და ხაზს უსვამს ვაშინგტონის გაძლიერებულ ავტორიტეტს სხვა სახელმწიფოების თვალში.

"ამერიკა კვლავ ძლიერი და პატივსაცემი ქვეყანაა მსოფლიოში. NATO-ს სამიტზე როდესაც ვიყავი, ისინი ევროპის პრეზიდენტს მეძახდნენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას.

დღის ამბები