19 ივნისი 2026,   03:50
ვრცლად
უკრაინაში ომის დასასრულებად გამართული თითქმის 5-საათიანი შეხვედრა მოსკოვში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

უკრაინაში ომის დასასრულებად, თითქმის 5-საათიანი შეხვედრა მოსკოვში კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო გეგმის ოთხი ვარიანტი - მათ შორის 28-პუნქტიანი დოკუმენტი ჩაიტანეს.

როგორც ირკვევა, პუტინი თანახმაა, დოკუმენტის გარკვეულ ნაწილებს დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.

მისი თქმით, "კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღებია და მათი განხილვა შესაძლებელია".

დღის ამბები