19 ივნისი 2026,   03:55
ვრცლად
Reuters: სერბეთი ამ კვირაში რუსული ნავთობკომპანია NIS-ისთვის გადახდებსა და ტრანზაქციებს დაუშვებს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მთავრობა კვირის ბოლომდე, მეორადი სანქციების რისკის მიუხედავად, დაუშვებს აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსეთის საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანია NIS-ისთვის გადახდებსა და ტრანზაქციებს.

დროებითი ღონისძიების მიზანია დაეხმაროს ნავთობკომპანიას თანამშრომლების ანაზღაურებაში და სხვა ტრანზაქციების განხორციელებაში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა NIS-ს ოქტომბერში სანქციები დაუწესა.

NIS-მა განაცხადა, რომ სერბეთის ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეჩერება, ნედლი ნავთობის ნაკლებობისა და აშშ-ის სანქციების გამო დაიწყო.

გასულ კვირას, დედაქალაქ ბელგრადთან ახლოს, პანჩევოს ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წარმოება შეწყვიტა და ე.წ. უმოქმედო რეჟიმში გადავიდა, რაც გაჩერებას უძღვის წინ.

მეორადი სანქციების რისკი -

სერბეთს მეორადი სანქციები ემუქრება, თუ მისი ბანკები, მათ შორის ცენტრალური ბანკი, NIS-თან ანგარიშსწორებას გააგრძელებენ, თუმცა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ეს გადახდები ორშაბათამდე გაგრძელდება.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეჩერება, რომლის წლიური სიმძლავრე 4.8 მილიონი ტონაა, გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან NIS-ი, რომელიც დაახლოებით 14,000 ადამიანს აძლევს სამუშაოს, შეადგენს სერბეთის მშპ-ს დაახლოებით 5%-ს და ბიუჯეტის შემოსავლის დაახლოებით 10%-ს.

დღის ამბები