აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი გადატრიალების სავარაუდო მცდელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია. ინფრორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს, აზერბაიჯანის სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წინასწარი პატიმრობა თებერვლის შუა რიცხვებამდე შეუფარდა, მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაყენების შეთქმულების ბრალდებით დააკავეს.
ალი ქარიმლიმ, რომელიც აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიას 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია, ამის შესახებ კი "როიტერს" მისმა ადვოკატმა განუცხადა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შაბათს ქარიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და მოგვიანებით ის და აზერბაიჯანის სახალხო-დემოკრატიული პარტიის კიდევ ორი წევრი დააკავა.
როგორც მთავრობის წყარომ გასულ დღეებში "როიტერს" განუცხადა, ქარიმლის წინააღმდეგ გამოძიება დაკავშირებული იყო რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო 1994 წლიდან 2019 წლამდე.
წყაროს ცნობით, ხელისუფლება ქარიმლის მეჰდიევის მიერ დაფინანსებაში ადანაშაულებდა. ოქტომბერში სასამართლომ 87 წლის მეჰდიევს ოთხი თვით შინაპატიმრობა შეუფარდა სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის, ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობისთვის.