19 ივნისი 2026,   02:00
ვრცლად
დონალდ ტრამპი BBC-ის უჩივის - ბრიტანულმა მაუწყებელმა ტრამპის გამოსვლა ისე დაამონტაჟა, თითქოს პრეზიდენტი კაპიტოლიუმზე თავდასხმას და ქვეყანაში არეულობას აქეზებდა, მაუწყებლის ოფიციალური ბოდიში პრეზიდენტისთვის საკმარისი არ არის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფალსიფიცირებული მიმართვა, BBC-იმ დოკუმენტურ ფილმში გამოიყენა. ბრიტანულმა მაუწყებელმა ტრამპის გამოსვლა ისე დაამონტაჟა, თითქოს პრეზიდენტი კაპიტოლიუმზე თავდასხმას და ქვეყანაში არეულობას აქეზებდა. სინამდვილეში კი ტრამპი გამოსვლის დასაწყისში სენატორებს და კონგრესმენებს მხოლოდ მიესალმა. 

თავის მიმართვაში ტრამპმა 54-ე წუთზე თქვა ის, რაც BBC-იმ შინაარსის დამახინჯებისთვის გამოსვლის დასაწყისს მიამონტაჟა.   

დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა BBC ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა. ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კომპანიაში კორუმპირებული და არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები მუშაობენ, მისი გამოსვლის დამონტაჟების მიზანი კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა იყო.

ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ ხუთი მილიარდი დოლარის ოდენობის საჩივრის მზადებასთან ერთად, BBC-ის ქმედებები შეფასდა თეთრი სახლის ტრიბუნიდანაც. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი "100%-ით ფეიკ ნიუსი" და "პროპაგანდისტული მანქანაა".

სამართლებრივი დავის დაწყებასთან ერთად, ტრამპის ადვოკატებმა ტელეარხს პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული ყველა "ცრუ, ცილისმწამებლური და დამამცირებელი" განცხადებების უარყოფისთვის კონკრეტული ვადა მისცეს. BBC-იმ ბოდიში საჯაროდ წერილობითი ფორმით მოიხადა, თუმცა კომპენსაციის გადახდაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ განცხადებაში BBC-იმ ტრამპის მიმართ ცილისწამების ბრალდება უარყო, საზოგადოების კრიტიკის ფონზე გადადგომა უკვე მოუწია BBC-ის გენერალური დირექტორს, ტიმ დეივის და BBC News-ის აღმასრულებელ დირექტორს დებორა ტერნესს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები