19 ივნისი 2026,   00:30
ვრცლად
დონალდ ტრამპი BBC-ზე: ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ

"ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, BBC-სთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

"ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთო, მათ აღიარეს კიდეც, რომ მოატყუეს", - თქვა ტრამპმა და დასძინა: "მათ შეცვალეს ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები".

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, თუმცა მას უახლოეს დღეებში დაურეკავს. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, თავად სტარმერმა მასთან დაკავშირება სცადა, რომელიც ინციდენტის გამო "ძალიან შერცხვენილი იყო".

დღის ამბები