გერმანიის პოლიციამ, შაბათს, "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD ) ორგანიზებული ახალგაზრდული კონფერენციიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების თავდასხმა მოიგერია. AfD-ის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას 25 000-დან 30 000-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის, "ანტიფას" აქტივისტები. ინფორმაციას fox news-ი ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.
"წინააღმდეგობის ალიანსმა", რომელიც პროტესტის ორგანიზატორი იყო, განაცხადა, რომ ქალაქ გისენის ირგვლივ გზა 16 ადგილას გადაკეტეს.
პოლიციის განმარტებით, წიწაკის სპრეი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ერთ-ერთ ადგილას პოლიციელებს ქვები დაუშინეს. კიდევ ერთ ინციდენტში, პოლიციის თქმით, წყლის ჭავლის გამოყენება დასჭირდათ დაახლოებით 2000 მომიტინგისგან შემდგარი ბლოკადის დასაშლელად, რომელიც სამართალდამცველების მოწოდებებს უგულებელყოფდნენ და არ იშლებოდნენ.
პოლიციის ცნობით, საავტომობილო გზებზე, ასევე ფედერალურ და სახელმწიფო გზებზე მოძრაობა მნიშვნელოვნად იყო შეფერხებული.