19 ივნისი 2026,   01:43
ვრცლად
"ყველა ავიაკომპანიას, პილოტს, ნარკოდილერსა და ადამიანით ვაჭრობაში მყოფ პირს, გთხოვთ, განიხილოთ ვენესუელის საჰაერო სივრცე მთლიანად ჩაკეტილად" - ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს.

"ყველა ავიაკომპანიას, პილოტს, ნარკოდილერსა და ადამიანით ვაჭრობაში მყოფ პირს, გთხოვთ, განიხილოთ ვენესუელის საჰაერო სივრცე მთლიანად ჩაკეტილად. გმადლობთ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის", – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპის განცხადებით, ამის მიზეზი ვენესუელის ლიდერთან, ნიკოლას მადუროსთან ურთიერთობის გამწვავებაა.

 

დღის ამბები