19 ივნისი 2026,   02:55
ვრცლად
ტაილანდში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

სამხრეთ ტაილანდში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა, - წერს სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

12 პროვინციაში, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, 3,8 მილიონი ადამიანი დაზარალდა.

ყველაზე შემაშფოთებელია მდგომარეობა სონგკხლას პროვინციაში. სწორედ აქაა ყველაზე დიდი მსხვერპლი - 126 დაღუპული.

დღის ამბები