19 ივნისი 2026,   00:28
ვრცლად
"ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში უწყვეტად შემომდიოდეს, ჩვენ თუ გვექნება, ექნება სერბეთსაც" - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ იწყებს მოლაპარაკებების წარმოებას, რათა უნგრეთი საკმარისი რაოდენობის ნავთობით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოს.

"ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში უწყვეტად შემომდიოდეს, ჩვენ თუ გვექნება, ექნება სერბეთსაც," - დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში.

ამ დრომდე უცნობია, სად გაიმართება ვიქტორ ორბანის მიერ საკითხზე დაანონსებული მოლაპარაკებები, თუმცა მედია წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დღეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

 

დღის ამბები