რაჭაში ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. განახლდა ამბროლაური-ონის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის, 35-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი. დამონტაჟდა ახალი საყრდენები და თანამედროვე ტიპის სადენები.
"ენერგო-პრო ჯორჯიამ" პროექტისთვის 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.